თეგი: დერეკ შოლე

დერეკ შოლემ და დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები განიხილეს

საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს შორის შედგა საუბარი  საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები. „მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ, ჯვრის მონასტერი დაათვალიერა

სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ დაათვალიერა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, ჯვრის მონასტერი, რომლის შენარჩუნებასაც შეერთებული შტატები ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მეშვეობით ეხმარება. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია 1992 წელს, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესანარჩუნებლად $2 მილიონზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ფოტომასალას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. „შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ.  

შოლეს და ღარიბაშვილის შეხვედრისას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  „ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და ეხმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-სთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.  

მედიის წარმომადგენლებმა ოპოზიციას, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი წერილი გადასცეს

მთავარი არხის", "ტვ პირველის", "ფორმულასა" და "კავკასიას" ჟურნალისტებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს ხვდებიან, დერეკ შოლესთვის განკუთვნილი ერთობლივი წერილი გადასცეს. ჟურნალისტების განცხადებით, წერილში დეტალურად არის საუბარი საქართველოში მედიის მძიმე მდგომარეობაზე. შეხვედრის პარალელურად, ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.  სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვიდა. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. შოლე ასევე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოს, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვა. დერეკ შოლე მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში ჩავა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენას, ასევე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობას. ასევე, შოლე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.  

დერეკ შოლე: ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის

დერეკ შოლე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხება. რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც დერეკ შოლეს თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსული აგრესიის დაგმობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით „ბევრი თვლის, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა, მისი დაპატიმრება ხელს შეუშლის, მორიგ წინაღობად გადაიქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე, NATO-სიც, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროინტეგრაციის კუთხით. რას იტყოდით ამაზე?“, - ჟურნალისტის ამ შეკითხვას დერეკ შოლემ უპასუხა: „ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერ-მინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ [საქართველოს ევროატლანტიკურ] სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები [ნიკა გვარამიას დაჭერა], რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას“.    

დერეკ შოლეს განცხადებით, აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო

აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო. შესაბამისი პოსტი დერეკ შოლეს Twitter-ზე განთავსდა. „დღეს შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია, რომელიც მსახურობდა ამერიკელ, სხვა მოკავშირეთა და პარტნიორ ჯარებთან ერთად. აშშ მადლობას უხდის საქართველოს, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.  არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან.  

რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც

არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. „ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. ის გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნიკა მელია.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი. „პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან მელია იმედოვნებს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები. „ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც კი არ ისმის. თუ ვინმე არის კლასიკური, ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიის წარმომადგენელი, ეს პირველი შემთხვევა იყო. „ჩვენი მთავარი სათქმელი გახლდათ ის, რომ დღეს არის ძალიან დიდი უფსკრული საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში პარალელურად მთავრობა და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად, პრაქტიკულად, დემოკრატიას უთხრის ძირს. ეს ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. როდესაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში დასავლეთს როგორ ესხმის თავს „ქართული ოცნება“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს. სანქცირების საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, მაგრამ საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეალურად, ერთი პარტიის მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა, რომელსაც მთელი პარტია ჰყავს დაქვემდებარებული და აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული ინტერესებით, პარტიული ინსტრუქციებით და მისი ინსტრუქციებით იმართება“, - განუცხადა მედიას თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე მოსამართლეების სანქცირების შესაძლებლობაზე მიუთითა და უკრაინის მაგალითი მოჰყავს. „ჩვენ ვუთხარით შემდეგი რამ, სადაც არის მტკიცებულება, იქ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება და ეს ქმედება არის აუცილებელი თუნდაც, სასამართლოს შემთხვევაში. როცა ვამბობთ, რომ კლანია სასამართლოში, მაშინ უნდა მოხდეს, როგორც უკრაინაში დაიწყეს მოსამართლეების სანქცირება და ამან უშველა იქაურ მართლმსაჯულებას, დაახლოებით, ისე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. რაც შეეხება ივანიშვილზე იქნება, თუ სხვაზე, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, დეტალებზე ვერ შევალ, ამის უფლება არ მაქვს. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში, ძალიან კარგად ესმით რატომ ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მთავარი გზავნილი მათი მხრიდან - ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, ოღონდ დასავლური განვითარება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, აღარც სჭირდება მსჯელობა, რომ საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის აშშ-ის გულწრფელი შეშფოთება. „გვარამიაზეც, ივანიშვილზეც, სასამართლოზეც, სააკაშვილზეც კითხვებს გვისვამენ“, - დაამატა ვაშაძემ. „გვაინტერესებდა, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებული, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, რომ ქვეყანას დაეხმაროს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, მთაზე, რომ ცხოვრობს მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების, ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა უშლის ხელს მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში. ჩემი პოზიცია იყო: რატომ არ შეუშლით ხელს?! ვგულისხმობ სანქციებს“,- აღნიშნავს თავის მხრივ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ნათლად ჩანს საქართველოს სწრაფი ტემპით უკუსვლა დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზიდან. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან საუბარი იყო სანქციებზეც და იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს და ამაზე საჭიროა, იყოს მკაფიო პოზიციონირება.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად გზავნილია. შეხვედრაზე შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. ვახსენე საქართველოს ათასობით მოქალაქის წუხილი, რასაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არ ახსენებს „ქართული ოცნება“. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და კარგად გვესმის, უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავრჩებით დასავლეთის ორბიტაზე, რისგანაც საქართველოს გადაქაჩვას მუდმივად ცდილობს „ქართული ოცნება“ თავისი განცხადებებით და ქმედებებით, ხელოვნურად გაჩერებული რეფორმებით, პოლიტიზებული მართლმსაჯულებით, მედიაზე ზეწოლით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, უსაფრთხოებს სამსახურების უკონტროლო მოქმედებით და მიტაცებული სახელმწიფოთი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.  

დერეკ შოლეს თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში

აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დერეკ შოლემ შესაბამისი პოსტი Twitter-ზე განათავსა. დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. „ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან, მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში“, – აღნიშნავს დერეკ შოლე. არასამთვრობო სექტორს, თავდავის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. სახელმწიფო მდივნის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.  

რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება. დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება „ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულების საქმეებზე. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი პოლიტიკურად მოტივირებულ და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან საქმეებში სასამართლო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება. ასევე გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა. საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას. „რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ პროცესში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და შარლ მიშელის დოკუმენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებაზე. რაც მთავარია, ხაზი გაუსვით სასამართლოში რეფორმების აუცილებლობის საკითხს. მათი ინტერესიც მიემართებოდა იმისკენ, თუ რა კუთხითაა სასამართლოსთან მიმართებით ნაბიჯები გადასადგმელი და რა რეფორმებია საჭირო. ასევე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძალაუფლების დეკონცენტრაცია და ერთი ხელიდან გათავისუფლება მოხდეს, ასევე, როგორ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ იმართება რეალურად სასამართლო ხელისუფლება და რას გულისხმობს ამ სისტემაში კლანის არსებობა“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა

დერეკ შოლე: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პლურალისტური, თავისუფალი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიებისთვის

სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, შთაბეჭდილებების შესახებ Twitter-ზე წერს. შოლეს პოსტი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ასახავს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა ადამიანებთან, რომლებიც ოპოზიციურ აზრს გამოხატავენ. განხილვის თემა კი, შეეხებოდა შეერთებული შტატების ფართო ვალდებულებს, დაეხმაროს საქართველოს ძლიერი, უსაფრთხო დემოკრატიის აშენებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან 19 მაისს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება. „ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა. საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან „დღეს შევხვდი საქართველოს გამოჩენილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ხაზი გავუსვი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მედია საზოგადოების მიმართ, რადგან ისინი საზოგადოების ინფორმირების მიზნით და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობენ. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პლურალისტური, თავისუფალი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიებისთვის“, - წერს დერეკ შოლე Twitter-ზე. რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი: ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს. Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი,“- წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი „ტვიტერზე“.  

დერეკ შოლე ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე

აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ დერეკ შოლე Twitter-ზე წერს. „ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას,  ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე, რომ ეს ნაბიჯი რისკს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს“, - წერს დერეკ შოლე.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს - დერეკ შოლეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე - ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე.  

დერეკ შოლემ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ შოლე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დერეკ შოლე აღნიშნავს, რომ მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა დაუდასტურა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი,” - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან